ვებ საიტის დამზადება - ძირითადი ინგრედიენტები
საიტები

ამ სტატიაში განვიხილავთ მნიშვნელოვან საწყის გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც მოგიწევს ვებ საიტის დამზადებამდე მაგალითად როგორიცაა: საიტის სახელის შერჩევა და ორგანიზება. 

შენი მიზანია, მომხმარებლისთვის ძიების პროცესის გამარტივება და იმ ინფორმაციის მარტივად მიწოდება, რაც მას აინტერესებს.

თავდაპირველად განვიხილოთ დომეინი ანუ ის, რასაც მომხმარებელი წერს ბრაუზერში საიტის მოსაძებნად.

დომეინის შერჩევისას მოწმდება შენთვის სასურველი ვებ მისამართი რამდენად ხელმისაწვდომია.

მაგალითად: შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი  „ გემრიელისაცხობი.Ge “ და თუ დაკავებულია, შენ მას ვეღარ გამოიყენებ.

როგორ უნდა გაიგო სასურველი დომეინი არის თუ არა თავისუფალი? ამისათვის საჭიროა მოძებნო დომეინ რეგისტრატორი, რეკომენდაციას ვუწევთ  Domenebi.ge-ს. აქ შეგიძლია შეამოწმო იყენებს, თუ არა ვინმე შენთვის სასურველ დომეინს.

კარგი დომეინი არის ის, რის დამახსოვრებასაც მარტივად შეძლებს მომხმარებელი. შეეცადე შერჩეული სახელი იყოს მოკლე, რელევანტური და მიზანთან მაქსიმალურად ახლოს.

შენ მიიღებ სასურველი დომეინის ვარიანტებს სხვადასხვა დაბოლოებებით. სახელი მოთავსდება დომეინის ბოლოში.

ალბათ იცი ყველაზე გავრცელებული .GE ან .COM.GE დაბოლოებები, შეიძლება იპოვო ასევე სხვა ხელმისაწვდომი ან უფრო მეტად შესაფერისი ვარიანტები, მაგალითად:  საგანმანათლებო დაწესებულებები იყენებენ EDU.GE-ს.

და თუ “გემრიელისაცხობი.GE” დაკავებულია “გემრიელისაცხობი.COM.GE”  შეიძლება ჯერ კიდევ ხელისაწვდომი იყოს.

როცა დომეინი უკვე შერჩეულია, გადავდივართ ვებ საიტის სხვა საჭირო დეტალების განხილვაზე. ვიწყებთ პირველი ანუ მთავარი გვერდით. 

მთავარ გვერდზე იწვევ ხალხს და აწვდი ზოგად ინფორაციას შენი საქმიანობის შესახებ. ის აგრეთვე მიმართულებას აძლევს ვიზიტორებს საიტზე განთავსებული ნავიგაციით.

ნავიგაცია შეიძლება მოთავსებული იყოს გვერდის ზედა ნაწილში. სხვა სიტყვებით ეს არის მენიუ, რომელიც ვიზიტორს საიტის ერთი ნაწილიდან, სხვა ნაწილში გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

ძალიან მნიშვნელოვანია საიტის მართვა. დაუკვირდი იმ ვებ საიტებს, რომლებსაც ხშირად სტუმრობ, თუ როგორ არის თითოეული ორგანიზებული.

შემდეგ გადაწყვიტე რა სახის ინფორმაციის (კონტენტის) შეთავაზება გინდა მომხმარებლისთვის.

ვებ საიტის დამზადება - ძირითადი ინგრედიენტები

სტრატეგიულად დააჯგუფე.

ვებ საიტის დამზადება - ძირითადი ინგრედიენტები

რომელია მარტივი დასაწყებად? ის გვერდები, რომლებსაც ხედავ ხშირად სხვა ვებ საიტებზე. მაგალითად:  „ჩვენ შესახებ“ ან “კონტაქტი“-ს გვერდები.

ვებ საიტის საკონტაქტო გვერდი შეიძლება მოიცავდეს: მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტას და მიმართულებების რუკას.

ვებ საიტის დამზადება - ძირითადი ინგრედიენტები

 “ჩვენ შესახებ„ გვერდი შესაძლოა გვაწვდიდეს შენი ბიზნესის  დაარსების ისტორიას და შეიცავდეს ფოტოებს შემოქმედებითი არქივიდან.

ვებ საიტის დამზადება - ძირითადი ინგრედიენტები

შეგიძლია თავი წარმოიდგინო  მომხმარებლის ადგილას, რომ განსაზღვრო რას ეძებს, რა მიზნით შემოვა შენს საიტზე და რამდენად საჭირო ინფორმაციას მიაწვდი შენ.

ახლა გინდა ცალკეული დეტალების დაწყობა ვიზიტორებისთვის. ძალიან მარტივი და საჭირო ინფორმაციის პოვნა. მაგალითად: საცხობის სამუშაო საათები.

ვებ საიტის დამზადება - ძირითადი ინგრედიენტები

ან რაიმე მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელება მაგალითად: ონლაინ შეკვეთის გაფორმება.

ვებ საიტის დამზადება - ძირითადი ინგრედიენტები

გადავამოწმოთ რას ნახავენ მომხმარებლები ვებ საიტზე შემოსვლისას:

თავდაპირველად ნავიგაციის მაჩვენებელს, სადაც იქნება „ჩვენ შესახებ„ ,”საკონტაქტო” ინფორმაცია და სხვა გვერდები.

ნავიგაცია უნდა ჩანდეს ვებ საიტის ყველა გვერდზე, რადგან ვიზიტორს ყოველთვის შეეძლოს სასურველი მიმართულების განსაზღვრა. 

რათქმაუნდა, ასევე იქნება სიტყვები, ტექსტები, სათაურები და საიტზე არსებული  სხვა კონტენტი.

ვებ საიტის დამზადება - ძირითადი ინგრედიენტები

აგრეთვე შეიძლება იყოს სურათები და ვიდეოები.

ვებ საიტის დამზადება - ძირითადი ინგრედიენტები

ტექსტებსა და სურათებზე შესაძლოა დაყენდეს ლინკები, რომლებიც გადაამისამართებს ვიზიტორს სხვა ვებ საიტზე ან შიდა გვერდზე.

ასევე შეგიძლია დაამატო ხშირად დასმული კითხვები ( FAQ ) , მიმართულების მაჩვენებელი რუკა ან სავაჭრო კალათები პროდუქტის შესაძენად.

შევაჯამოთ: ვებ საიტის დამზადება გჭირდებათ მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის. საიტის სახელის შერჩევა , სტრატეგიულად მართვა, მომხმარებელზე მორგებული ვებ დიზაინი და ნავიგაცია დაეხმარება მომხმარებლებს იმის პოვნაში, რისთვისაც ესტუმრება შენს ვებ საიტს.

Similar Posts