ონლაინ მაღაზიის დამზადება
საიტები

ონლაინ მაღაზიის დამზადება – Part 1

თქვენ ონლაინ გაყიდვები დაიწყეთ და მომხმარებლები პირდაპირ თქვენი ონლაინ მაღაზიიდან იძენენ საგნებს. მშვენიერია! მაგრამ, რამდენად კმაყოფილები არიან თქვენი მომხმარებლები? რამდენად იოლია მათთვის შეძენის და გადახდის პროცესი?

როგორ შეგიძლიათ “ანალიტიკის” გამოყენება იმისათვის, რომ თქვენს მომხმარებელს უფრო და უფრო გაუმჯობესებული მომსახურება შესთავაზოთ?

მოდით განვიხილოთ, განსხვავებული ელექტრონული მოწყობილობიდან ონლაინ მაღაზიაში ვიზიტის, ძიებისა და ნავიგაციის გაუმჯობესების გზები. ასევე, თქვენი პროდუქციის გვერდების განახლების და გადახდის პროცესის ოპტიმიზაციისთვის, მომხმარებლების ანგარიშების გამოყენების საშუალებები.

ელექტრონული კომერციის გაუმჯობესებისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მომხმარებელს დაუბრკოლებლად შეეძლოს სასურველი საგნის შეძენა ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით. დღესდღეობით, ამისათვის, ლეპტოპებისა და კომპიუტერების გარდა კიდევ ბევრი საშუალება გამოიყენება.

ვთქვათ, თქვენი “ანალიტიკური” მონაცემების თვალიერებისას ხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ესტუმრა ონლაინ მაღაზიას მობილური ტელეფონის საშუალებით, თუმცა, ძალიან ცოტამ შეიძინა ნივთები.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ მობილურით და ტაბლეტით შემოსული მყიდველები კარგად ვერ ხედავენ პროდუქციის გვერდებს, ან თანხის გადახდის დროს გარკვეული დაბრკოლებები ექმნებათ. ამ პრობლემების მოსაგვარებლად , უნდა გადადგათ შემდეგი ნაბიჯები:

ონლაინ მაღაზიის დამზადება

ერთ-ერთი გამოსავალი ონლაინ მაღაზიაზე „რეაგირებადი სქემის“ დაყენებაა. ამ ტიპის სქემას სხვადასხვაგვარი ეკრანის ზომის ადაპტირება შეუძლია.

ან, თუ თქვენ სმატრფონის საშუალებით საგნების შეძენისთვის შეთავსებად ვარიანტს არჩევთ, შეგიძლიათ სპეციალურად სმარტფონით მოსარგებლე მყიდველებისთვის მობილური ონლაინ მაღაზიის დამზადება იყოს გამოსავალი.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

შეძენის პროცესის გასაადვილებლად კიდევ ერთი საშუალება არსებობს. მაგალითად, ანალიტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ თქვენს ონლაინ მაღაზიას ბევრი ადამიანი სტუმრობს, მაგრამ ისინი იქ აღწერილ პროდუქციას არ ათვალიერებენ.

ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა გაუადვილოთ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პროდუქციის მოძებნა. ეს კი ნავიგაციით იწყება, რომლის გაგება და გამოყენება ადვილი უნდა იყოს მომხმარებლისთვის.

როგორც წესი, ინვენტარის ორგანიზებისთვის კატეგორიები და ქვეკატეგორიები უნდა გამოიყენოთ. მოდით, ავეჯის მწარმოებლის მაგალითი ავიღოთ:

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ფართო კატეგორიით, როგორიცაა მაგალითად, სახლის განსხვავებული ოთახები. შემდეგ, დაუმატოთ ქვეკატეგორია-ავეჯის სხვადასხვა ნაწილი შესაბამის ოთახში, ვთქვათ „საწოლები“, „საწერი მაგიდები“, „სასადილო მაგიდები“.

რომელია ამ მხრივ საუკეთესო გადაწყვეტილება? ის, რომელიც მომხმარებელს ყველაზე მეტად მოსწონს. შეგიძლიათ, მომხმარებლების რეაქციის გასაგებად უბრალოდ ჰკითხოთ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან ერთგულ კლიენტებს მათი არჩევანის შესახებ.

მიუხედავად იმისა, თუ ნავიგაციის რა ტიპს მიანიჭებთ უპირატესობას, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც მხოლოდ სპეციფიური ინტერესი აქვს და არ სურს სხვადასხვა კატეგორიებსა და ქვეკატეგორიებში ძიება. ამიტომაც, გირჩევთ ორივე ვარიანტი გამოიყენოთ და ონლაინ მაღაზიას ძიების ფუნქცია აუცილებლად დაურთოთ.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

პროდუქციის გვერდები ონლაინ მაღაზიის ოპტიმიზაციის კიდევ ერთ შესაძლებლობას გაძლევთ. დავუშვათ, ხედავთ, რომ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს თქვენი პროდუქციის გვერდებს, მაგრამ კალათში არაფერს ამატებენ.

ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მუშაობის პროცესში მყოფი ხელოსნის ვიდეო დაამატოთ.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

ან ფოტოების გალერეა, რომლებიც მყიდველს სხვადასხვა კუთხიდან დაანახებენ ავეჯს. ფოტოები აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს და სწრაფად იტვირთებოდეს.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

ასევე, შეგიძლიათ თითოეულ საგანს საინტერესო აღწერა დაურთოთ, შესაბამისი დეტალებით და ზომებით.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

და ბოლოს, განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია მომხმარებლების ანგარიშებით ონლაინ მაღაზიის ოპტიმიზაცია.

შესაძლოა, თქვენს ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეამჩნიოთ, რომ მომხმარებლები ირჩევენ ნივთებს თქვენს გვერდზე და ათავსებენ კალათში, თუმცა, შემდეგ, შეძენის პროცესის დასრულებამდე ტოვებენ გვერდს.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

ამიტომ, სასურველია წაახალისოთ მომხმარებელი, რათა ანგარიში შექმნას, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

როცა მყიდველი დაასრულებს ონლაინ შეძენის პროცესს, მას უნდა შეეძლოს თავისი შენაძენის გაგზავნის, ანგარიშის და გადახდის საშუალებების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ანგარიშზე შეინახოს.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

ეს, მას სამომავლო შესყიდვებშიც დაეხმარება.

ონლაინ მაღაზიის დამზადება

თქვენი ონლაინ მაღაზიის დამზადება რომ გააუმჯობესოთ, შეგიძლიათ, მომხმარებელს: ადრინდელი შენაძენების, ახალი ძიების შედეგების, ან ახლახანს ნანახი პროდუქციის ნახვის ფუნქცია შესთავაზოთ, რათა მისთვის საინტერესო პროდუქტის მოძიება გაუადვილდეს.

მაგალითად, თუ მყიდველმა სასადილო მაგიდა შეიძინა, შეგიძლიათ ამ მაგიდის დიზაინისა და მასალისთვის შესაფერისი სკამების ნაკრები შესთავაზოთ.

და რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წაახალისოთ თქვენი ერთგული მომხმარებლები სპეციალურად მათთვის შექმნილი შეთავაზებებით და ფასდაკლებებით: ამისათვის საყიდლების კალათის ბევრი სხვადასხვა ვარიანტი გამოიყენება.

მოკლედ: ონლაინ მაღაზიის დამზადება და ოპტიმიზაცია უწყვეტი პროცესია, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების საფუძვლიან ცოდნას, ონლაინ მაღაზიის გონივრულ ორგანიზებას და მომხმარებლების ანგარიშის საშუალებით გადახდის მოქნილი სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები, თქვენი ახლანდელი და მომავალი მომხმარებლებისთვის საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაში დაგეხმარებათ.

Similar Posts